რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

პარედესმა თანხმობა განაცხადა
იტალიური სპორტული გამოცემა "კალჩომერკატო" აცხადებს, რომ ლეანდრო პარედესი თანახმაა კარიერა შავ-წითლებში გააგრძელოს. 

როგორც უკვე ცნობილია, "მილანი" დაინტერესებულია დაიმატოს "ზენიტის" ნახევარმცველი. იტალიელებს სურთ მოლაპარაკებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დახურონ. თავად არგენტინელმა ფეხბურთელმაც თანხმობა განაცხადა სერია ა-ში დაბრუნების და "როსონერის" მაისურის მორგებაზე.

არგენტინელის ფასი 30-35 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სამსახურით ასევე დაინტერესებულია "იუვენტუსი", "სამპდორია" და "მადრიდის რეალი".

მიმდინარე სეზონში პარედესმა რუსეთის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს 1 გოლით შეეწია.скачать dle 12.1
დაემატა: 12-09-2018, 10:27
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი