რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

ბერლუსკონის ოცნება - კაკა შეიძლება ფეხბურთს დაუბრუნდეს
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური კლუბი იყიდა. ბერლუსკონი იტალიური მონცას აქციების 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
‘სტადიო ბრიანტეოზე’ კლუბის ახალი სპორტული დირექტორიც წარადგინეს. ამ თანამდებობაზე ბერლუსკონის ერთგული და განუყრელი მეგობარი, ადრიანო გალიანი იმუშავებს. მასთან ერთად კლუბის სამომავლო წარმატებაზე მისი ყოფილი მფლობელი, ნიკოლა კოლომბო იზრუნებს.


Monza News-ის ჟურნალისტის, სტეფანო პედუცის ინფორმაციით, გალიანიმ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • ლაციო
  • ფიორენტინა
  • სხვა კლუბი
კლუბი მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებას აპირებს. მონცას მფლობელის მთავარი მიზანი კი კაკას ფეხბურთში დაბრუნება და მონცაში ასპარეზობაა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი რამდენიმე კვირაა მილანს დაუბრუნდა, რათა გუნდისთვის ბრაზილიელი ტალანტები მოიძიოს. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ბერლუსკონი კაკას მონცაში მიყვანას.скачать dle 12.1
დაემატა: 29-09-2018, 15:21
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი