რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

რამი: "ყველაზე ცუდი მწვრთნელი "მილანში" მყავდა"
"მილანის" ყოფილი და ამჟამად "მარსელის" ფრანგი ცენტრალური მცველი ადილ რამი "L'Equipe"-სთან ინტერვიუში ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ მწვრთნელებზე საუბრობს.

"ძალიან მინდა მომავალში მწვრთნელი გავხდე. უნაი ემერი კი საუკეთესოა, თუმცა ბევრ დიდებულ დამრიგებელთან მიმუშავია: გარსია, ბლანი, დეშამი და ზეედორფი."

"მათ მუშაობას ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ მწვრთნელობა ურთულესი საქმეა, თუმცა შემდეგ შევხვდი პიპო ინძაგის. მადლობას ვუხდი პირადად მას, რადგან მან დამარწმუნა, რომ მწვრთნელობა შემიძლია."

"თუ ის, რასაც ის აკეთებს საკმარისია, მაშინ ყველა შეძლებს გუნდის გაწვრთნას. ინძაგი ყველაზე ცუდი მწვრთნელია ვინც კი მყოლია."
- განაცხადა რამიმ.скачать dle 12.1
დაემატა: 29-09-2018, 15:25
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი