რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

გატუზოს ემოციური განცხადება: "როდესაც "მილანის" მაისური მეცვა, მუდამ ბოლომდე ვიხარჯებოდი"
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კლუბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში.

"აქ როგორც მოთამაშემ ბევრი წელი გავატარე, ხოლო უკანასკნელი ორი სეზონია ჯერ პრიმავერას, ხოლო შემდეგ ძირითადი გუნდის მწვრთნელი ვარ."

"პირადად ჩემთვის, "მილანი" მეორე სახლია და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. ჩემი ოჯახი ყოველთვის "როსონერის" ქომაგი იყო და მეც ბავშვობიდან მათ გზას გავყევი."

"მილანში მოხვედრა ჩემთვის ოცნება იყო და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. როდესაც კლუბის მაისური მეცვა დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ახლაც ასე ვარ" 
- აღნიშნა გატუზომ.скачать dle 12.1
დაემატა: 3-10-2018, 08:29
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი