რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

ზურაბიშვილმა უთანხმოების გამო პირველი არხი დატოვა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა არხის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

სოციალურ ქსელში, ის წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მენეჯერებთან უთანხმოების გამო მიიღო, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწვყეტილება დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია.

პრიველ არხში მუშაობის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩამოვაყალიბე სპორტული რედაქცია, ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. 25 კაცს აღარ დაგთაგავთ, თითოელს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ - ნდობისთვის, სიყვარულისთვის, გაძლებისთვის! =) 

ამ სამი წლის განმავლობაში გავაშუქეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება. ბევრი ბავშობის ოცნებაც ამიხდა. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებს სტადიონიდან წავიყვანდი, გავაშუქებდი ჩემ საყვარელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, დავესწრებოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალებს და ასე შემდეგ. უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. 

ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის დოკუმენტური ფილმები და ჩანახატები, რომლებიც ჩემი სამწლიანი მუშაობის დროს გაკეთდა. კარგია რომ ამის შესაძლებლობაც მქონდა. კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა.

სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. 

მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემ სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!", - წერს ზურაბიშვილი.



скачать dle 12.1
დაემატა: 3-10-2018, 11:00
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი