რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

მესის და პიკეს კონფლიქტი აქვთ - რა ვერ გაიყვეს ბარსელონას ლიდერებმა?

"ბარსელონას" ორ წამყვან ფეხბურთელს, ჟერარ პიკეს და ლიონელ მესის, კონფლიქტი მოუვიდათ.

As-ის ინფორმაციით, ესპანელ მცველს არგენტინელის საქციელები არ მოსწონს და მიაჩნია, რომ ის, გუნდისთვის ასეთ რთულ პერიოდში, პრესას უფრო ხშირად უნდა ესაუბრებოდეს. პიკე დარწმუნებულია, რომ ეს მესის ვალდებულებაა, რადგან ის გუნდის კაპიტანია.

თავის მხრივ, მესი, პიკეს დაცვაში თამაშით არის უკმაყოფილო და მისი აზრით, გუნდის ბოლოდროინდელი უარყოფითი შედეგები სწორედ მისი ბრალია.

"ბარსელონამ" პრიმერა დივიზიონის სამი უკანასკნელი მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.скачать dle 12.1
დაემატა: 3-10-2018, 11:03
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი