რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

მსოფლიოში ცნობილი განგსტერი, რომელიც ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა, დაკავებულია
მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრან­გი წარ­მო­შო­ბის განგსტე­რი რე­დუ­ან ფა­ი­დი, რო­მე­ლიც სამი თვის წინ პა­რიზ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ცი­ხი­დან ვერ­ტმფრე­ნით გა­იქ­ცა, და­ა­კა­ვეს. მას საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის მიმ­დე­ბა­რედ, ქა­ლაქ კრე­ი­ში მი­აგ­ნეს... საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე და­ა­კა­ვა განგსტე­რის ძმა და კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მას ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მარ­ნენ.
1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რე­დუ­ან ფა­ი­დი სას­ჯელს 2010 წელს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის­თვის იხ­დი­და. უფრო ადრე კი, 2001 წელს ის კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და 30 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ათწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ წი­ნას­წა­რი პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ერთ წე­ლი­წად­ში მან პი­რო­ბა და­არ­ღვია და ისევ პა­ტიმ­რო­ბა­ში დაბ­რუნ­და.
გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გარ­და ცნო­ბი­ლია მისი ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის უკი­დუ­რე­სად რის­კი­ა­ნი ეპი­ზო­დე­ბი. 2013 წელს ფა­ი­დი ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ ცი­ხე­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ოთხი მცვე­ლი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, ცო­ცხალ ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნა, რამ­დე­ნი­მე კარი დი­ნა­მი­ტე­ბით აა­ფეთ­ქა და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა... თუმ­ცა განგსტე­რი იმა­ვე წელს და­ა­კა­ვეს.
რო­გორც გა­ირ­კვა, გარ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვე­ბი­სა, ის წე­რის­თვი­საც იც­ლი­და. 2009 წელს ფა­იდ­მა და­წე­რა ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი, სა­დაც ზედ­მი­წევ­ნით აქვს აღ­წე­რი­ლი პა­რი­ზის გა­რე­უბ­ნი­სა და მისი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ჩაბ­მის დე­ტა­ლე­ბი. წიგნ­მა მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ერთი-ორად გა­ზარ­და. საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ მას ზედ­მეტ­სა­ხე­ლიც შე­ურ­ჩია და "მწე­რა­ლი" და­არ­ქვა.46 წლის ფრან­გი განსგტე­რის თქმით, ის ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია და სწო­რედ იქ ნა­ნა­ხის გამო, ჯერ კი­დევ ად­რე­ულ წლებ­ში მო­უნ­და, პო­ლი­ცი­ას დიდი რის­კის ფა­სად დას­ხლტო­მო­და, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოს­დი­ო­და კი­დეც.
"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა "ნა­ი­ა­რევ­მა სა­ხემ", რო­მელ­საც ალ პა­ჩი­ნო თა­მა­შობს... რამ­დე­ნი­მე ფილმში აღ­წე­რი­ლი ძარ­ცვის სქე­მა ზოგ­ჯერ ჩემ­თვის რე­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის ინ­სპი­რა­ცი­აც კი გამ­ხდა­რა", - ამ­ბობ­და ის.
პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რე­დუ­ან ფა­ი­დი 1998 წელს აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ერთი და იგი­ვე ცი­ხი­დან, დრო­ის მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლით, ორ­ჯერ გა­იქ­ცა.
ბოლო და ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გაქ­ცე­ვა 2018 წელს მო­ა­ხერ­ხა, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის ერთ-ერთი ცი­ხი­დან სამ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მა­მა­კაც­თან ერ­თად მნახ­ვე­ლე­ბის ოთა­ხი შე­ან­გრია და იქი­დან გა­იქ­ცა... შემ­დეგ წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, ვერ­ტმფრე­ნამ­დეც მი­აღ­წეს, სა­დაც პი­ლო­ტი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს და მისი დახ­მა­რე­ბით ცი­ხის ტე­რი­ტო­რია ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ტო­ვეს.
"ამ­ჯე­რად მას გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი რე­ჟი­მი ელო­დე­ბა, სა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლდე­ბა" - აცხა­დებს რა­დი­ო­სად­გურ Europe 1-თან სა­უ­ბარ­ში საფ­რან­გე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ნიკო ბე­ლუ­ბე.
რე­დუ­ან ფა­ი­დი პა­რიზ­თან ახ­ლოს ქა­ლაქ კრე­ი­ში და­ი­ბა­და და 90-იანი წლე­ბი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებს მე­თა­უ­რობ­და, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში მოქ­მე­დებ­დნენ. მათ "ან­გა­რიშ­ზეა" არა­ერ­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვა და ძა­ლა­დო­ბა.скачать dle 12.1
დაემატა: 3-10-2018, 21:12
ავტორი: gogita
კატეგორია: ---
დააფიქსირეთ თქვენი აზრი