რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

"100-ჯერ რომ დავიწყო ცხოვრება, 100-ჯერვე შენი ცოლი ვიქნებოდი"
გარდაცვლილი მსახიობის, ზაზა ბეჟაშვილის (ზუზუ) მეუღლე, თამარ ორაგველიძე ფეისბუქში ზუზუს სხვადასხვა ინტერვიუებიდან ამონარიდებს აქვეყნებს ფოტოსთან ერთად და თავის ტკივილზე წერს:

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, 

– …ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ვიც­ვლე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღა­ცებს გა­მო­ვას­წო­რებ­დი, დე­დას არ ვაწყენინებდი. 

– თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს… 

– …ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია. 

– რო­მე­ლიც არ მომ­წონს… – …ვერ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვჩ­ქა­რობ თუ ნელა მივ­დი­ვარ. 

"ძალიან ძალიან იჩქარე. მე რომ 100 ჯერ დავიწყო ცხოვრება თავიდან, 100 ვეჯერ, შენი ცოლი ვიქნებოდი. შენ ჩემი უწესიერესი, უპატიოსნესი, უერთგულესი, უნიჭიერესი მეგობარი და მეუღლე იყავი. ჩემო ტკბილო შენ სიცილს შემოვევლე", – წერს ორაგველიძე. 

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 17 აგვისტოს დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც ცნობილია, ზუზუ ბეჟაშვილი ბენდელიანის ქუჩაზე ცხოვრობდა. თუმცა დოლიძეზე ვისთან და რატომ მიდიოდა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, შესაძლოა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გული გამხდარიყო.скачать dle 12.1
დაემატა: 4-10-2018, 08:43
ავტორი: gogita
კატეგორია: ---
დააფიქსირეთ თქვენი აზრი