loading...

სიმბოლური ნაკრები: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აღმოჩენები (ფოტო) კახა ყიფიანი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგური ეტაპი. სექტმებრიდან მოყოლებული ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბევრი სპორტსმენი გამოირჩა, რომლებიც აქამდე დიდად გულშემატკივრების ყურადღებას არ იქცევდნენ. გთავაზობთ ასეთი ფეხბურთელებისგან შემდგარ თერთმეტეულს.

დომინიკ ლივაკოვიჩი - 21 წლის ხორვატი მეკარე ზაგრების "დინამოში" გამოდის. მან სეზონი დაიწყო, როგორც რიგით მეოთხე გოლკიპერმა. ვარაუდობდნენ, რომ ზამთარში იჯარით სხვა კლუბში წავიდოდა. თუმცა, მალე მისი კარგი თამაშით "დინამოს" ძირითადში აღმოჩნდა და ბევრი დასამახსოვრებელი სეივი შემოგვთავაზა.

ჯიბრილ სიდიბე - ამ მოთამაშემ გაულ სეზონში "ლილში" ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარა და "მონაკოს", "პსჟ"-სა "და "საუთჰემპტონის" ყურადღებაც მიიქცია. საბოლოოდ, პირველმა მათგანმა ფრანგი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ სეზონში კი სიდიბე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა ახალ გუნდში. მან "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ერთი ასისტიც მიითვალა.

ფელიპე - იგი "პორტოში" კორინთიანსიდან" გადავიდა 6.2 მილიონ ევროდ. მან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ლიდერის ხასიათი გამოავლინა და პორტუგალიური კლუბის დაცვის ბურჯად იქცა.

მატიას იორგენსენი - იგივე "ზანკა", რომელიც "კოპენჰაგენის" დაცვის ლიდერია. იგი განსაკუთრებით გამორჩეული იყო "ლესტერთან" დაპირისპირებაში (0:0). სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ შევხედრაში დანიელებმა კარი მშრალად შეინახეს.

ბენჯამინ მენდი - "მონაკოს" მარცხენა მცველი. 22 წლის უკანახაზელი შესანიშნავია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მას მალე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასაც უწინასწარმტყველებენ.

ჯონათან კაფუ - 22 წლის ბრაზილიელი ვინგერი, რომელიც განსხვავებული სათამაშო სტილით გამოირჩევა. მან ჯგუფურ ეტაპზე "ბაზელს" გაუტანა და ისტორიაში პირველი ქულა მოუპოვა ჩემპიონთა ლიგაზე "ლუდოგორეცს". მან "არსენალის" კარის აღებაც შეძლო, "პსჟ"-სთან დაპირისპირებაში საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. კაფუთი "ლეტსერი" ინტერესდება.

სტივენ ნ'ზონზი - 27 წლის ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის შუა ხაზის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მისი შეძენა "ჩელსის", "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" სურს.

კევინ კამპლი - 26 წლის ნახევარმცველი, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს. მან "ტოტენჰემის" კარის აღება მოახერხა. კამპლი "ატლეტიკოს" სურს.

ტომას ლემარი - 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოს" მაისურით სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მას დრიბლინგების რაოდენობით მხოლოდ ნეიმარმა აჯობა. მან სახლშიც და გასვლაზეც გაუტანა "სპურსებს".

ანდრე სილვა - "პორტოს" შემტევი, რომელიც მაშინ იტანს, როცა გუნდს სჭირდება. მაგალითად, მან "ბრიუგეს" 93-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი შეუგდო. სილვას "მანჩესტერს" უკავშრებენ.

სარდარ აზმუნი - 21 წლის ირანელმა, რომელიც "როსტოვში" გამოდის, გაუტანა როგორც "ბაიერნს", ასევე "ატლეტიკოს". მისით "ლივერპული" ინტერესდება.


სიმბოლური ნაკრები: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის აღმოჩენები (ფოტო)  კახა ყიფიანიскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით