ccloan.ge
რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

უეფა: ესეც 2016 წლის გუნდი! რონალდო მე-11-ედ, მესი მერვედ, ოთხი პირველად
უეფა: ესეც 2016 წლის გუნდი! რონალდო მე-11-ედ, მესი მერვედ, ოთხი პირველად


მაშ ასე, მკითხველებმა წლის გუნდში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანეს:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია);
მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი", იტალია), ჟერარდ პიკე ("ბარსელონა", ესპანეთი), ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი", გერმანია);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი), ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია);
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო ("რეალი", პორტუგალია), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", საფრანგეთი).

ყველაზე მეტი ხმა (488 ათასი) სერხიო რამოსმა მიიღო, ხოლო ანტუან გრიზმანი ყველაზე ნაკლები ხმით (204 ათასი) მოხვდა წლის სიმბოლურ ნაკრებში.

წინა წლიდან გუნდში 5 ფეხბურთელი დარჩა (რამოსი, პიკე, ინიესტა, რონალდო და მესი). წლის გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი "რეალს" ჰყავს - 4. მოდრიჩის მოხვედრის შემდეგ წლის გუნდში უკვე 22 ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილა.

ოთხი "დებიუტანტის" დამატების შემდეგ ფეხბურთელთა რიცხვი (რომლებიც წლის გუნდში ყოფილან) 78-მდე გაიზარდა. "სიტის" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო 6-ჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ წლის გუნდში ერთხელაც ვერ მოხვდა. ესეც თავისებური რეკორდია.

ბუფონი
* 38 წლის ასაკში ყველაზე ხნიერია, ვინც კი გუნდში მოხვედრილა.
* წლის გუნდში 9-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა.
* პირველად 13 წლის წინათ მოხვდა წლის გუნდში.
* მეოთხედ მოხვდა წლის გუნდში და ნოიერს გაუსწრო, მაგრამ კასილიასის (6) რეკორდამდე შორია.

ბოატენგი
* ნომინანტი მესამედ იყო, ხოლო გუნდში პირველად მოხვდა.
* "ბაიერნის" მცველებიდან წლის გუნდში აქამდე ლიზარაზუ, ანდერსონი, ალაბა და ლამი მოხვედრილან.

პიკე
* წლის გუნდში მეხუთედ მოხვდა, რითაც ფილიპ ლამს გაუთანაბრდა. მცველებში წინ მხოლოდ პუიოლი და სერხიო რამოსი არიან.

რამოსი
* მიიღო ყველაზე მეტი ხმა წლევანდელ გამოკითხვაში.
* წლის გუნდში მეექვსედ მოხვდა, კარლეს პუიოლს გაუთანაბრდა.
* ზედიზედ მეხუთედ მოხვდა გუნდში.

ბონუჩი
* პირველად მოხვდა წლის გუნდში.
* მხოლოდ მესამე მცველია "იუვედან",
რომელიც წლის გუნდში მოხვდა ძამბროტასა და კანავაროს შემდეგ.

მოდრიჩი
* პირველი ხორვატია, ვინც წლის გუნდში მოხვდა.
* აქამდე სამჯერ იყო ნომინირებული.

კროოსი
* 2014 წლის მერე დაუბრუნდა წლის გუნდს.
* ზედიზედ ხუთი წელიწადია, გუნდში ერთი გერმანელი მაინც ხვდება.

ინიესტა
* მეექვსედ მოხვდა წლის გუნდში, რაც ნახევარმცველებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

მესი
* წლის გუნდში მერვედ მოხვდა, მასზე კარგი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს.

გრიზმანი
* წლის გუნდში პირველად არის.
* წლის გუნდში შეტევაში რონალდოსა და მესის პარტნიორად მოხვდა იბრაჰიმოვიჩისა და ნეიმარის შემდეგ.

რონალდო
* წლის გუნდში მოხვდა მე-11-ედ, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
* ზედიზედ მეათედ მოხვდა წლის გუნდში, პირველ 5 შემთხვევაში ნახევარმცველის პოზიციაზე.


წყარო: sportall.geскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
დაემატა: 6-01-2017, 12:28
ავტორი: kiko
კატეგორია: ესპანეთი / ბარსელონა / რეალ მადრიდი / ატლეტიკო მადრიდი / იტალია / იუვენტუსი / გერმანია / ბაიერნი
დააფიქსირეთ თქვენი აზრი