loading...

რაკიტიჩი "სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა

რაკიტიჩი "სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა


Jutarnji List იტყობინება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

ილკაი გიუნდოგანის ტრავმამ და ტურეს სავარაუდო წასვლამ, ესპანელი სპეციალისტი ხორვატის შეძენაზე დააფიქრა, რომელიც დავიდ სილვასა და ფერნანდინიოს ახალ პარტნიორად განიხილება.

28 წლის ფეხბურთელი, "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ადგილს კარგავს. 3 დეკემბერს გამართული "ელ კლასიკოს" შემდეგ, რაკიტიჩმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით ჩატარებული 3 მატჩი გამოტოვა.

ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩი რაკიტიჩმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით