"ბარსას" დირექტორი: "მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს საღი აზრით უნდა მივუდგეთ" » საფეხბურთო სამყარო!!! Goll.Ge საფეხბურთო სამყარო
სარეკლამო ადგილი
↓ სწრაფი ფლეიერი ↓

"ბარსას" დირექტორი: "მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს საღი აზრით უნდა მივუდგეთ"

"ბარსას" დირექტორი: "მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს საღი აზრით უნდა მივუდგეთ"



ბარსელონას" გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ, ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ამ საკითხს მშვიდად და რაციონალურად უნდა მივუდგეთ.

კლუბს არ შეუძლია ფეხბურთელის ხელფასზე ბიუჯეტის 70%-ის დახარჯვა, ამიტომაც ჩვენ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

ერთ-ერთი ვარიანტი - გავზარდოთ შემოსავლები, რაც ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში შედის. გვსურს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავდეს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავისახოთ პრიორიტეტები.

"ბარსელონას" სურს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი მის გუნდში დარჩეს. მე გულშემატკივრების დამშვიდება მსურს, მაგრამ ყველაფერს საღი აზრი სჭირდება." - განაცხადა გრაუმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით