loading...

Marca: თუ ენრიკემ "ბარსელონა" დატოვა, მას სიმეონე ჩაანაცვლებს

გამოცემის თანახმად, თუ ლუის ენრიკემ "ბარსელონა" კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა, მაშინ მას მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი, დიეგო სიმეონე ჩაიბარებს.

სიმეონეს ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, არგენტინელს შეუძლია "ატლეტიკო" 2018 წელს აღარ გაწრთვნას და გუნდი 2017 წელს დატოვოს, როცა ენრიკეს კონტრაქტი დაუსრულდება "ბლაუგრანასთან". ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად შესაძლებელი და მისაღებია დიეგო "ბარსას" მესაჭის პოსტზე, რასაც გულშემატკივართ უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება.

ნიუსის გავრცელებისთანავე, "კულეები" აქტიურად განიხილავდნენ, რომ სიმეონე "ბარსელონაში" მოკლავს კლუბის უნიკალურ სტილს და დაცვით ფეხბურთს ათამაშებს, რომელიც მთლიანად დაანგრევს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათამაშო ტრადიციას. სწორედ ამის გამო არ დანიშნეს, თავის დროზე, მოურინიო გუნდში და მის ნაცვლად სულით კატალონიელი, პეპ გვარდიოლა მოიყვანეს.


წყარო:fexburti.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით