loading...

“ვალენსია” როხოს უმიზნებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” და არგენტინის ნაკრების ცენტრალური მცველის მარკოს როხოს შეძენა “ვალენსიას” სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.

“ღამურებს” დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ და ძალიან ბევრ ბურთს უშვებენ. ამიტომაც, ჩეზარე პრანდელის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მაღალი დონის მცველის დამატება სურს და მზადაა, რომ არგენტინელი მოთამაშის სანაცვლოდ 14 მილიონი ფუნტი გაიღოს.

როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიოს “ბენფიკას” მცველის ვიქტორ ლინდელოფის დამატება სურს და თუ ასე მოხდა, დიდი შანსია არგენტინელი სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრდეს.

როხომ მიმდინარე სეზონში “იუნაიტედის” მაისური 18-ჯერ მოირგო.


წყარო: worldsport.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით