ccloan.ge
რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

კონტე:"სამწუხაროა, თუმცა მან "ბარსელონაში" გადასვლა არჩია"
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "ბარსელონასთან" ტრანსფერი გაჩარხა.

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ალბათობით ბრანისლავ ივანოვიჩი დაგვტოვებს, საუბარი ჯონ ობი მიკელზეც არის. ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ზაფხულში დაგვტოვებს თუ ახლა. ივანოვიჩს ვესაუბრე და მითხრა, რომ მის მიმართ დიდ ინტერეს კატალონიის "ბარსელონა" იჩენს. ვერც გამოვრიცხავ, რომ ბრანისლავი "ბარსაში" გადავიდეს. როგორც ვიცი, ესპანელებს მარჯვენა მცველის პრობლემა აქვთ და სერბი მათთვის დიდი შენაძენი იქნება. ისეთი ადამიანი არ ვარ, როდესაც ვიღაცა რაღაცას პირდება და მერე არ შეასრულოს, მე ჩემს გუნდში ვერავის ვერაფერს დავპირდები და ვერავითარ გარანტიას ვერ მივცემ. ვფიქრობ ისინი "ჩელსის" ლეგენდები არიან, მაგრამ ამის გამო სასტარტოში გარანტირებული ადგილი არავის ექნება", - განაცხადა კონტემ The Sun-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთან" ბოლო დროს დარიო სრნასაც აკავშირებდნენ, თუმცა ეს საკითხი ძალიან გაჭიანურდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
დაემატა: 29-12-2016, 22:20
ავტორი: kiko
კატეგორია: ესპანეთი / ბარსელონა / ინგლისი / ჩელსი
დააფიქსირეთ თქვენი აზრი