ანტონიო კონტე: არ მჯერა, რომ ჩინელები რონალდოში 300 მლნ ევროს იხდიან » საფეხბურთო სამყარო!!! Goll.Ge საფეხბურთო სამყარო
სარეკლამო ადგილი

ანტონიო კონტე: არ მჯერა, რომ ჩინელები რონალდოში 300 მლნ ევროს იხდიან

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ჩინური კლუბი მზადაა, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 300 მლნ ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში ხელფასად 100 მლნ ევროზე მეტი გადაუხადოს.

"ვფიქრობ, რომ რონალდოსთან დაკავშირებული ეს ისტორია სარწმუნო არაა. ამ ამბავს ვერ დავიჯერებ, რადგან დასახელებული თანხა ძალიან დიდია. ეს წარმოუდგენელია", - აქვეყნებს იტალიელის ნათქვამს A Bola.

რონალდომ, რომელმაც თავისი მეოთხე "ოქროს ბურთი" ცოტა ხნის წინ მოიგო, ნოემბერში "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.


წყარო: sportall.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით