ccloan.ge
რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

ანჩელოტი: "ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც ითამაშებს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "რეკორდმაისტერში" არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი მიუნხენურ გრანდს 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და თავკაცის პოსტზე პეპ გვარდიოლა შეცვალა.

"მიუნხენში მოსვლა "მილანში" დაბრუნებას წააგავდა. აქ ძალიან თბილი, ოჯახური ატმოსფეროა და სტაბილურობის შეგრძნება მაქვს. ამ სტაბილურობას კი "ბაიერნის" ყოფილი მოთამაშეები ქმნიან, რომლებიც ახლა ხელმძღვანელობაში მუშაობენ. ატმოსფერო მართლაც ფანტასტიკურია.

რას ვიზამ თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ? იმედი მაქვს, რომ ამ ტიტულის მოვიპოვებთ. თუმცა, თუ ასე არ მოხდება, ესეიგი "ბაიერნი" ფინალში დამარცხდა", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მიუნხენის "ბაიერნი" უკვე სამი სეზონია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადის, მაგრამ ბოლო ნაბიჯს ვეღარ დგამს. ახლა კი "რეკორდმაისტერი" მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.скачать dle 10.5фильмы бесплатно
დაემატა: 16-12-2016, 12:06
ავტორი: kiko
კატეგორია: გერმანია / ბაიერნი / ჩემპიონთა ლიგა
დააფიქსირეთ თქვენი აზრი