მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე » საფეხბურთო სამყარო!!! Goll.Ge საფეხბურთო სამყარო
სარეკლამო ადგილი
↓ სწრაფი ფლეიერი ↓

მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე

მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩზე


ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ჰალ სიტის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასა და Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა.

მეორე გოლი მნიშვნელოვანია

"რთულ მატჩს ველოდი, ოთხი ან ხუთი ბურთით მოგებას არ ვვარაუდობდი. 1-0 ჩემთვის ყოველთვის კარგი შედეგი იქნება, მაგრამ 2-0 უკეთესია. ამით ნახევარფინალი არ დასრულდებულა, "უემბლიზე" ჯერ არ ვართ, მაგრამ მეორე გოლი ძალიან მნიშვნელოვანია".

ჩვენი საუკეთესო ტაიმი არ იყო

"რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში კარგად იყვნენ ორგანიზებულნი დაცვაში, როგორც მოველოდი და ჩვენთვის ადვილი არ იყო. მაგრამ ჩვენც ნელები ვიყავით, მოვლენას ვაფერხებდით ერთი ზედმეტი შეხებით, გადაწყვეტილებას ყოველთვის ვაყოვნებდით და შეჯგუფებისთვის დროს ვაძლევდით. ჩვენი საუკეთესო პირველი ტაიმი არ იყო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ფეხბურთელები უკეთ უნდა მოქმედებდნენ, მეც უკეთ უნდა ვმოქმედებდე, გულშემატკივრებიც - ისინიც უკეთ უნდა მოქმედებდნენ. მეორე ტაიმში ყველაფერი გაუმჯობესეთ, ოღონდ ცოტათი."

"ლივერპულთან" მატჩზე კონცენტრირება

"ეს თამაში დასრულდა, ახლა კვირაზე ვფიქრობ. და კვირას მეც უკეთესად უნდა ვიმოქმედო, ფეხბურთელებმაც და სტადიონმაც ასევე. ყველას უყვარს დიდი მატჩი - მოთამაშეებს, მწვრთნელებს, ფანებს... ყველას უყვარს დიდი მატჩი, ასე რომ, კვირას ეს გავაკეთოთ."

დაე, ზედიზედ 10 გამარჯვება მოვიპოვოთ

"დიახ, 9 მოგება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ ლიგაში ექვსია, მოდით 10 გავხადოთ, პრემიერ ლიგაში კი შვიდი. მაგრამ დღევანდელთან შედარებით ყველანი უნდა გავუმჯობესდეთ, ამის მიღწევა თუ გვინდა".

წყარო: manutd.ge
скачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით