z

"მილანის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები

"მილანის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები

La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ "როსონერი" მზად არის 150 მილიონი დახარჯოს ტრანსფერებში. "მილანმა" ოთხი მოთამაშე მონიშნა, რომელიც, შესაძოა, ამ ფასში შეიძინონ.

სამიზნეები არიან: "სასუოლოს" გარემარბი დომენიკო ბერარდი, "ფიორენტინას" შემტევი ფერნანდო ბერნარდესკი, "ლაციოს" ვინგერი კეიტა ბალდე და "ვილიარეალის" მცველი მატეო მუსაჩო.

22 წლის ბერარდის გასული სეზონი მშვენიერი ჰქონდა, მის ანგარიშზე 32 მატჩში 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასი იყო. მიმდინარეში კი 6 შეხვედრაში 7_ჯერ გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელასც გაატანინა. Transfermarkt მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

22 წლის ბერნანდესკის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 10 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა. ასევე მას 7 მატჩში ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. მისი სატრანსფერო ფასი 24 მილიონი ევროა.

21 წლის ბალდემ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლს 3 საგოლე პასს მოუყარა თავი. კეიტას სენეგალის ნაკრებში 6 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მისი სატრანსფერო ფასი 17 მილიონი ევროა.

26 წლის მუსაჩოს 17 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე მის ანგარიშზეა სამი მატჩი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. მატეოს სატრანფერო ფასი 15 მილიონი ევროა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით