z

"ნაპოლი" ბალოტელის შეძენას აპირებს

"ნაპოლი" მარიო ბალოტელის შეძენას აპირებს. ბალოტელი "ნიცაში" ათამაშდა და კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ ბევრი კლუბი უფრთხის მის ხასიათს. აი, "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურისიო სარიმ კი განაცხადა, ბალოტელის სიამოვნებით მოვიწვევდითო.

"ყველაფერი მარიოზეა დამოკიდებული. ვიცი, ნიცაში ცხოვრება კომფორტულია, მაგრამ ნეაპოლშიც ძალიან კარგია. ბალოტელის ის თვისებები აქვს, რაც "ნაპოლის" დაეხმარება. სატრანსფერო საქმეებს მე არ ვაგვარებ, მაგრამ თუ ბალოტელის მოუნდება, ჩვენი სპორტული დირექტორის ტელეფონის ნომერს მივცემ".

სხვათა შორის, ბალოტელიმ გუშინ საკუთარ თვითერ-ზე არაერთი წერილი გამოაქვეყნა "ნაპოლის" მხარდასაჭერად. ეს "ინტერთან" მატჩის მიმდინარეობისას და ნამატჩევსაც... მარიოს "ინტერი" არ უყვარს, ნაწყენია.


წყარო: worldsport.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით