loading...

"მილანის" ახალ მფლობელებს "ნაპოლის" თავდამსხმელი სურთ

როგორც მედია იტყობინება, შესაძლოა, "ნაპოლის" თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი იანვარში "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.

"RAI"-ს მიხედვით, მისით "როსონერის" მომავალი მფლობელები ინტერესდებიან, რომლებიც გუნდს ოფიციალურად მარტში შეიძენენ. "ნაპოლის" გაბიადინის თაობაზე შეთავაზებები ჰქონდა ინგლისიდან და გერმანიიდან, თუმცა კლუბს არ სურს მისი გაყიდვა იანვრამდე.

იტალიელმა მოთამაშემ ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჯამში კი "ნაპოლიში" მან 76 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 22-ჯერ დალაშქრა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით