z

სპალეტი: “იუვესთან” დაცვაში ჩაჯდომა წაგების გარანტია” იაკობ კაპანაძე

იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ "იუვესთან" გასამართ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ დედაქალაქელები დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებენ, რადგანაც "იუვესთან" ასე თამაში უბრალოდ წაგებაზე ხელის მოწერის ტოლფასია.

"შაბათს გასამართი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება. ერთი რამ ფაქტია, თუ ტურინში დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ ჩავალთ, აუცილებლად წავაგებთ, ამის გარანტიას გაძლევთ.

საჭიროა სწორი ტაქტიკის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ძლიერი მხარეების მაქსიმალურად გამოყენებას შევძლებთ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, ამისათვის კი მათი დამარცხება მოგვიწევს. ტურინელთა შეტევები მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ და მარტივად ვითამაშოთ." - განაცხადა სპალეტიმ, რომლის გუნდიც 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "იუვეს".скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით