loading...

მარიო მანჯუკიჩი: ცდილობთ გონსალოზე რაღაც ცუდი მათქმევინოთ?

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა გადაიბირა, ბევრმა ჩათვალა, რომ გუნდში მარიო მანჯუკიჩის პოზიციები შეირყეოდა და ხორვატი ღრმა თადარიგში გადაინაცვლებდა.

თუმცა, რეალობა სხვაგვარი გამოდგა და 30 წლის ფორვარდი "იუვესთვის" კვლავაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მანჯუკიჩი ხშირად არის მოედანზე იგუაინთან ერთად და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცენტრფორვარია და თითქოს, ერთი ყაიდის და სტილის ფეხბურთელები არიან.

ქვემოთ, მანჯუკიჩის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით...

- როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" თამაშს?
- მთლიანობაში, დადებითად, რადგან ორივე ფრონტზე წარმატებით ვასპარეზობთ. სერია A-ში პირველ ადგილზე ვართ და მდევარს 7 ქულით ვუსწრებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ბარიერი კი დავძლიეთ და თანაც, პირველი ადგილი დავიკავეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სეზონი ჯერჯერობით, წარმატებით უნდა შევაფასოთ.

- სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 3 მატჩი წააგეთ, თუმცა მაინც დიდი ფორით ლიდერობთ, რაც ცოტა უცნაურია...
- სერია A-ში იოლი თამაში არ არსებობს და ამიტომ, გუნდებიც ხშირად კარგავენ ქულებს. თუ გგონიათ, რომ მაგალითად, "ჯენოასთან" გასვლაზე თამაში უფრო ადვილია, ვიდრე "რომას" მასპინძლობა, ძალიან ცდებით. თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რომ შედეგი მიიღო.

- პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი კარგა ხანი იყვნენ დაშავებულნი და იმ პერიოდში ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იყავით გუნდისთვის...
- მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა და შეტევაში, ცენტრფორვარდის პოზოციაზე მე გამამწესა. რთული პერიოდი იყო გუნდისთვის, თუმცა წარმატებით გავიარეთ. სწორედ იმ დროს ჩავედით სევილიაში და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ, რომლის წყალობითაც ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და ცდილობ, გუნდს დიდი სარგებელი მოუტანო.

- ბევრი მიიჩნევდა, რომ პაულო დიბალასთან და გონსალო იგუაინთან კონკურენციაში დაიჩაგრებოდით, თუმცა ასე არ მოხდა...
- ჩემთვის იგუაინი და დიბალა არიან თანაგუნდელები და არა კონკურენტები. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. იგუაინი და დიბალა ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და კიდევ უკეთესი ადამიანები. თუ ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში, ამას მწვრთნელი წყვეტს და მის კომპეტენციაში ჩარევას ნამდვილად არ ვაპირებ. პირადად მე, არასდროს მქონია იმის განცდა, რომ "იუვენტუსისთვის" საჭირო ფეხბურთელი არ ვიყავი.

- აშკარაა, რომ თამაშის დროს გონსალო იგუაინზე გაცილებით მეტს დარბიხართ...
- არა მარტო იგუაინზე, ყველა დანარჩენ ფეხბურთლზე მეტს დავრბივარ და ამის შესახებ, ზუსტი და დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია გვაქვს. არ მაქვს ისეთი ტექნიკა, როგორიც დიბალას, ამას კი კომპენსირება და სხვა კომპონენტების წამოწევა სჭირდება. ჩემი მიზანია, რომ "იუვენტუსს" მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო და ვცდილობ, მოედანზე შავი სამუშაოც შევასრულო.

- რასაც ვერ ვიტყვით იგუაინზე...
- ცდილობთ გონსალოზე რაღაც ცუდი მათქმევინოთ? მაგრამ ეს არ მოხდება. თავს არავინ ზოგავს, უბრალოდ, ყველა იმას აკეთებს, რაც კარგად შეუძლია. იგუაინმა რომ იმდენი ირბინოს, რამდენიც მე, შესაძლოა შემდეგ გოლები ვეღარ გაიტანოს, ფეხბურთში კი მთავარი შედეგიანი დარტყმაა. ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და სწორედ ამიტომ, "იუვენტუსი" უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

- როგორ დაახასიათებთ მასიმილიანო ალეგრის?
- ერუდირებული, ტაქტიკურად განსწავლული და
ემოციური. ეს ყველაფერი ქმნის იმას, რასაც "იუვენტუსი" მისი თავკაცობით აღწევს. ამასთან, ალეგრი კარგი ადამიანია და მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა. თუ როდესმე მწვრთნელობას გადავწყვეტ, ალეგრისთან მუშაობის გამოცდილება ძალიან გამომადგება.

- "იუვენტუსის" გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებას ელიან...
- ასეც უნდა იყოს, რადგან "იუვენტუსი" ტოპ გუნდია და ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე. გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ევროპულ გრანდებს ვაჯობოთ და უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი მოვიგოთ. პირადად მე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?
- ტრადიციულად, მიუნხენის "ბაიერნს", მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას". ძალიან ძლიერია პსჟ და რა თქმა უნდა, მადრიდის "ატლეტიკო". დავამატოთ ამათ "იუვენტუსი" და ლიგის ფავორიტთა სრული ჩამონათვალი გამოვა.

- შესაძლოა, რომ ეს თქვენი ბოლო სეზონი იყოს "იუვენტუსის" შემადგენლობაში?
- თეორიულად, გამორიცხული არაფერია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ტურინში კიდევ არაერთი წელი ვითამაშებ და ბევრ გოლს გავიტან.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით