ავტორიზაცია
ავტორიზაცია
Конечно же бесплатные программы скачать можно у нас фильм Чумовая пятница и посмотреть дома. Так же бесплатные шаблоны для dle 10.2 скачать с сайта
მესის და პიკეს კონფლიქტი აქვთ - რა ვერ გაიყვეს ბარსელონას ლიდერებმა?

"ბარსელონას" ორ წამყვან ფეხბურთელს, ჟერარ პიკეს და ლიონელ მესის, კონფლიქტი მოუვიდათ.

სრულად
ზურაბიშვილმა უთანხმოების გამო პირველი არხი დატოვა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა არხის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

სრულად
მანჩესტერ იუნაიტედი 0 - 0 ვალენსია

მანჩესტერ იუნაიტედი 0 - 0 ვალენსია

სრულად
ბაიერნი 1 - 1 აიაქსი

ბაიერნი 1 - 1 აიაქსი

სრულად
ცსკა მოსკოვი 1 - 0 რეალ მადრიდი

ცსკა მოსკოვი 1 - 0 რეალ მადრიდი

სრულად
ვიდეო გალერია
რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით
ახალი ამბები
image
"მილანის" ფორვარდი ანდრე სილვა თვლის, რომ საფეხბურთო მოედანზე მეტოქესთან მეგობრობა უკანა პლანზე გადადის.

მიმდინარე სეზონში სილვა " სევილიას" ღირსებას იცავს, სადაც ის არენდის წესით "მილანიდანაა" განათხოვრებული. ორი დღის წინ პორტუგალიის ნაკრები "ერთა ლიგის" გათამაშების ეგიდით იტალიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლის ავტორი კი ანდრე სილვა აღმოჩნდა.

"ჩვენ ველოდით იტალიის ნაკრების ძლიერ თამაშს და მზად ვიყავით მათთან საბრძოლველად, შევძელით მათი ნეიტრალიზება. 

მე მყავს მეგობრები იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე მეგობრები არ არსებობს. მე კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ჩემი ქვეყნის გამარჯვებაზე" - განაცხადა ანდრემ RTP-თვის მიცემულ ინტერვიუში.
12-09-2018, 10:27
image
სერჟიო ბუსკეტსს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, თუმცა ერნესტო ვალვერდემ ის "რომასთან" მატჩის განაცხადში მაინც შეიყვანა და მეტიც, სასტარტო შემადგენლობაში მოახვედრა. 
სერჟიო ბუსკეტსს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, თუმცა ერნესტო ვალვერდემ ის "რომასთან" მატჩის განაცხადში მაინც შეიყვანა და მეტიც, სასტარტო შემადგენლობაში მოახვედრა. 

ესპანელ ნახევარმცველს დაზიანება კვლავ რომ აწუხებს, ეს იმითაც დასტურდება, რომ ფეხბურთელი ჟურნალისტებმა დღევანდელ ვარჯიშზე სპეციალური ბუცებით შენიშნეს, რომელიც მას თამაშის მიმდინარეობისას ტკივილის შემცირებაში დაეხმარება. ის მოედანზეც ამ ბუცებით გავა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "სტადიო ოლიმპიკოს" მინდორზე 90 წუთს გაატარებს. 
ესპანელ ნახევარმცველს დაზიანება კვლავ რომ აწუხებს, ეს იმითაც დასტურდება, რომ ფეხბურთელი ჟურნალისტებმა დღევანდელ ვარჯიშზე სპეციალური ბუცებით შენიშნეს, რომელიც მას თამაშის მიმდინარეობისას ტკივილის შემცირებაში დაეხმარება. ის მოედანზეც ამ ბუცებით გავა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "სტადიო ოლიმპიკოს" მინდორზე 90 წუთს გაატარებს. 
10-04-2018, 23:18
image
როგორც იცით, «სასუოლოსთან» მატჩის დასაწყისში, «მილანის» ცენტრალურმა მცველმა ალესიო რომანიოლიმ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე მატეო მუსაკიო შემოვიდა.
«მილანი - სასუოლოს» მატჩის დროს ალესიო რომანიოლიმ მიიღო მარცხენა ბარძაყის ბიცეპსის ტრავმა. დაახლოებით ორ კვირაში მას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. - ნათქვამია «როსონერის» ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რომანიოლის ტრავმას ემატება გუნდის კაპიტნის ლეონარდო ბონუჩის დისკვალიფიკაციაც, რომელიც 15 აპრილს ნაპოლისთან გასამართ შეხვედრაში ასევე ვერ დაეხმარება გუნდს.
10-04-2018, 23:12
image
კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გოლის გატანა შეძლო, რომელიც პროფესიონალურ კარიერაში 650-ე აღმოჩნდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„კმაყოფილი ვარ, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.“

„პიჩიჩი? სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ლეო მესი ფავორიტია, ვინაიდან ლა ლიგის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა მე კიდევ გავიტან და ბოლომდე ვიბრძოლებ.“
9-04-2018, 21:37
image
"ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ორი წლის წინ "რომას" ნახევარმცველის, ალესანდრო ფლორენცის მიერ მის კარში გატანილ გოლს იხსენებს. 
ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ორი წლის წინ "რომას" ნახევარმცველის, ალესანდრო ფლორენცის მიერ მის კარში გატანილ გოლს იხსენებს. 

"ასეთი რაღაცეები ხდება, ეს ფეხბურთის, ცხოვრების ნაწილია. ფლორენცის გოლის შემდეგ შორეული დარტყმების მიმართ უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენ, მაგრამ ამ დარტყმას არაფერი შეუცვლია იმის გარდა, რომ უფრო ძლიერი გამხადა. მაშინ ჩემზე ცუდად საუბრობდნენ, თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა". 
 
"ასეთი რაღაცეები ხდება, ეს ფეხბურთის, ცხოვრების ნაწილია. ფლორენცის გოლის შემდეგ შორეული დარტყმების მიმართ უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენ, მაგრამ ამ დარტყმას არაფერი შეუცვლია იმის გარდა, რომ უფრო ძლიერი გამხადა. მაშინ ჩემზე ცუდად საუბრობდნენ, თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა". 
9-04-2018, 21:34
image
ნიკოლა კალინიჩმა ვერ შესძლო «მილანის» ძირითადში ადგილის დამკვიდრება. მის ანგარიშზე მხოლოდ ოთხი გოლია მთელს სეზონში.
calciomercato.com-ს ცნობით, «მილანში» კალინიჩის წარმომადგენელს, ტომისლავ ერჩეგს, ახლო მომავალში ელოდებიან. მისი და მასიმილიანო მირაბელის შეხვედრა «კასა მილანში» მოხდება, სადაც მომდევნო თვეების სტრატეგიას განიხილავენ. კალინიჩის აგენტს აინტერესებს «მილანის» გეგმები მის კლიენტთან დაკავშირებით. გაიყიდება თუ არა და რა პირობებით.

როგორც იცით, იანვარში ხორვატის შეძენა გერმანულ და ჩინური კლუბებს სურდათ, მაგრამ ფეხბურთელმა, ისევე როგორც «მილანმა» უარი განაცხადეს. კალინიჩი ჩინური ლიგით ნაკლებად ინტერესდება, თუმცა როგორც ჩანს ის დაინტერესებულია ბუნდესლიგით. «ფრანკფურტის აინტრახტი»«შალკე 04» და «ლევერკუზენის ბაიერი» დაინტერესებულები არიან ფეხბურთელით და იანვარში ნათქვამი "არა" სავარაუდოდ შეიცვლება ამ ზაფხულს.
9-04-2018, 21:19
image
"სასუოლოსთან" სერია ა-ს 31-ე ტურში გასამართი მატჩის წინ "მილანის" იტალიელმა თავკაცმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს რამდენიმე საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

"ბოლო ორ მატჩში ჩვენი სუსტი წერტილები კარგად დავინახეთ. "იუვესთან" უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ინტერთან", მაგრამ ორივე შეხვედრა ჩვენთვის უმძიმესი იყო. სამწუხაროდ 6 ქულიდან მხლოდ 1 მოვიპოვეთ და მიზნის მისაღწევად შანსები შეგვიმცირდა, თუმცა ჩვენ კვილებში დანას გავიკეთებთ და იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ თეორიული შანსი იარსებებს".

"ბედნიერი ვარ, რომ კლუბისგან მხარდაჭერა ვიგრძენი და კონტრაქტი გავახანგრძლივე. ახლა ბევრად მშიერი ვარ, ვიდრე უწინ, რადგან მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვიცი, რომ ეს მხოლოდ ციფრებია და შეიძლება 3 მატჩის წაგების შემთხვევაში, "მილანელოს" მიღმა ჩემოდნით ხელში ავღმოჩნდე. ამიტომ მეტი ყურადღება მმართებს".

"სასუოლოსთან" ინიციატივას ავიღებთ და ბურთს გავაკონტროლებთ, თუმცა მეტოქეს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ისინი არაჩვეულებრივად თამაშობენ კონტრშეტევებზე. ეს გუნდი "როსონერისთვის" უხერხულ მეტოქედ ითვლება და ამიტომ წინასწარ გამარჯვებაზე ფიქრი არ ღირს, შვენი შესაძლებლობები არა აქ, არამედ მოედანზე უნდა ვაჩვენოთ".

"დიახ, უკვე სატრანსფერო ბაზარი მეც მეხება და ყველა ფეხბურთელზე ვკითხულობ, ვისაც პრესაში "მილანს" უკავშირებენ. მინდა იცოდეთ, რომ რევოლუცია არ იგეგმება. ამის საჭიროება არ გვაქვს, რადგან მე მყავს ბიჭები, რომლებმაც ამ სეზონში თავი წარმოაჩინეს და მათი განვითარების ხარჯზე მომდევნო სეზონში ბევრად კარგ შედეგს ვაჩვენებთ. ტრანსფერები იქნება, მაგრამ საჭირო ტრანსფერები".

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილის ფეხბურთელი ვიყავი უწინ. მინდა, ჩემმა გუნდმა კარგად ორგანიზებული შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, პარალელურად კი საფრთხის სუნს უნდა გრძნობდნენ. ამ ასპექტში კი ზოგიერთს მართლაც მომატება სჭირდება".

"კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემსა და ფეხბურთელების შორის არსებულ სიტუაციას არ შეცვლის. გუნდური სულისკვეთება არც აქამდე გვაკლდა და ყველა წევრმა იცის, რომ მათი მეგობარი ვარ. არამგონია, მყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ზურგში დანას დამარტყავს. მინდა, კარგი მწვრთნელი გავხდე, ამიტომ თანმიმდევრული ვარ და არავის ვატყუებ".

"ბონავენტურას აკრიტიკებენ? ის ფორმის პიკში არ არის, თუმცა "ინტერთან" უკეთ ითამაშა, ვიდრე "იუვესთან". ის გრძნობს პასუხისმგებლობას და იცის, რომ უკეთესი არავინ გვყავს და ხარვეზები უნდა გამოასწოროს. ჩვენ მისი გვჯერა და არ ვნერვიულობთ, რადგან დიდი ნიჭის პატრონია"
, - დაასრულა გატუზომ.
9-04-2018, 21:17