z

“მარსელი” დიმიტრი პაიეში 40 მილიონს იხდის იაკობ კაპანაძე

დიმიტრი პაიე შესაძლოა საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის ნაწილი გახდეს, რომლისკენაც ფრანგული "მარსელი" მიისწრაფვის. Telefoot-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან პაიეში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

როგორც იცით, ფრანგი შემტევი გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ზაფხულში მისი გადაბირების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა პაიემ "ოლიმპიურ სტადიონზე" დარჩენა გადაწყვიტა.

თუმცა, გასულ კვირას 29 წლის მიერ გაკეთებული განცხადება მის "მარსელში" გადასვლას საკმაოდ რეალურს ხდის:"მარსელს" ახალი პროექტი აქვს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. იქ იციან, თუ რამდენად მჭიდროდ ვარ ამ კლუბთან დაკავშირებული. კლუბის მესვეურების პირველი ნაბიჯების ხილვა ძალიან მაინტერესებს."

მართალია ფრანგი კლუბი 40 მილიონს იხდის, მაგრამ "ჩაქუჩების" უფროსმა ზაფხულში უკვე თქვა, რომ ფრანგის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებ ფასად არ აპირებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით