ლევან ყენია გერმანიაში ბრუნდება ! » საფეხბურთო სამყარო!!! Goll.Ge საფეხბურთო სამყარო
სარეკლამო ადგილი

ლევან ყენია გერმანიაში ბრუნდება !

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და გელზერკირხენის "შალკეს" ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ყენია გუნდს იცვლის.

თუ გერმანულ TZ-ს დავუჯერებთ, "ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი, რალფ ჰაზენტჰუტლი გუნდში ლევან ყენიას მოწვევას აპირებს, რომელსაც ბუნდესლიგაში და მე-2 ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

გამოცემის თანახმად, ყენია სულ მალე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება და გერმანელებთან მოლაპარაკებას დაიწყებს. "ლაიპციგი" კი ცდილობს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით, რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დაიკავოს ჩემპიონატში.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ "ლაიპციგს" 21 ქულა აქვს და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება "ბაიერნს".

ყენია თავის დროზე ერთ-ერთ უნიჭიერეს და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება გერმანიაში და "შალკეს" მწვრთნელის, ფელიქს მაგათის რჩეულიც გახლდათ, თუმცა ტრავმების გამო ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ახლა ჩეხეთში ირჯება.скачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით