z

უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი: 7-გოლიანი თრილერი ბოლნისში

პირველ დეკემბერს უმაღლესი ლიგის პლეი აუტის პირველი მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთის "გურიამ" გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. პირველი გოლი კოფი დან კოვას ანგარიშზე, ხოლო მეორე ბურთი რამარიკ ეტოუმ გაიტანა.

საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ბოლნისში, სადაც ადგილობრივმა "სიონმა" დაძაბულ ბრძოლაში ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 4:3 აჯობა.

საპასუხო მატჩები 6 დეკემბერს გაიმართება.

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დილა 0:2
გოლები: 0:1 კოფი დან კოვას (56), 0:2 რამარიკ ეტოუ (83)

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია"
სიონი-შუქურა 4:3
გოლები: 0:1 ირაკლი კომახიძე (9), 1:1 დავით სვანიძე (16), 1:2 გოდვინ კონიეჰა (18), 2:2 ირაკლი სიხარულიძე (45), 3:2 გიორგი ვასაძე (72), 3:3 კობა შალამბერიძე (84), 4:3 ირაკლი სიხარულიძე (85)

წყარო:sportall.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით