z

გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

.

კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლი და ფრე პირველ ტაიმში

ყაზახეთში მიმდინარე ''პრეზიდენტის თასზე'' საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ფინალში რუსეთს ხვდება, პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მან მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ ითამაშა, თავბრუ დაახვია რუს მცველებს და ახლო კუთხეში გაუტანა მეკარეს.

გაშვებული გოლის შემდეგ რუსეთის ნაკრები გააქტიურდა, აღსანიშნავია მარკიტესოვის კარგი პასი, პეტროვი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა კარისკენ არაზუსტად დაარტყა. 21-ე წუთზე თანაგუნდელის მიერ ქუსლით შესრულებული ტექნიკური პასის შემდეგ ილია ვოროტნიკოვმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა კარისკენ, გიორგი ნემსაძის გუნდის დაცვითი ხაზი ჩავარდა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობას რუსეთის ნაკრები ფლობდა, ქართველებიდან აღსანიშნავია გულიაშვილის აქტიური თამაში, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

გიორგი ნემსაძის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ხარშილაძე. კაპანაძე, გულიაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, ჩოთალიშვილი, კვარაცხელია, შალიკაშვილი, აზაროვი, ნონიკაშვილი, აბზიანიძეскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით

  • swrafi sesxebi