z

ორი “დინამოდან” ერთი

თბილისის ან ბათუმის “დინამო” – სწორედ ერთ-ერთი მათგანი წამროადგენს დამდეგ ზაფხულს საქართველოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბრინჯაოს მედლისთვისაც ეს გუნდები იბრძოლებენ.

დღეს, ქობულეთში, ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” გიორგი ქავთარაძის დასაწყისშივე გატანილი გოლით აჯობა და ეს კინიკა ბურთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფინალში გასულიყო. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ქუთაისში, “ტორპედომ” 2:1 მოიგო და შესაბამისად, ბათუმელები მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ. ისე, “ტორპედომ” ევროპა ლიგის საგზური საქართველოს თასის მოგებით ორი კვირის წინ გაინაღდა და შესაბამისად, მისთვის ამ მარცხით ბევრი არაფერი დაკარგულა. გარდა მესამე ადგილზე გასვლის შანსისა.

“დინამო” თბილისმაც იგივე ანგარიშით მოიგო საკუთარ მოედანზე “საბურთალოსთან” და გაისად ევროსარბილზე თამაშის შესაძლებლობა დაიტოვა. ვიჩესლავ გროზნის გუნდს ახალგაზრდა გიორგი ზარიამ მოაგებინა 25-ე წუთზე გატანილი გოლით. სხვათა შორის, ზარიამ ცოტა ხნის წინ, “დინამოს” ქუთაისში “ქართულ დერბშიც” გაამარჯვებინა. “დინამოსა” და “საბურთალოს” პირველ მატჩში გოლი არ გასულა, შესაბამისად, გიორგი ზარიას გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

“დინამო” თბილისი და “დინამო” ბათუმი გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს, 10 დეკემბერს, გორში, “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ბრინჯაოს მედალს მოიგებს და თან ევროსაგზურსაც მიიღებს.

“დინამო” (ბათუმი) – “ტორპედო” 1:0 (1:0) – პირველი მატჩი: 1:2

გოლი: 1:0 ქავთარაძე (8)

“დინამო” (თბილისი) – “საბურთალო” 1:0 (1:0) – პირველი მატჩი: 0:0

გოლი: 1:0 ზარია (25)


ორი “დინამოდან” ერთი

ორი “დინამოდან” ერთი

ორი “დინამოდან” ერთი

ორი “დინამოდან” ერთი

ორი “დინამოდან” ერთი

წყარო: worldsport.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით