loading...

ახალი ფეხბურთელი თბილისის "დინამოში"

ახალი ფეხბურთელი თბილისის "დინამოში"


ინგლისური პრესის ინფორმაციით, "დინამომ" შესაძლოა "ლესტერ სიტის" მარჯვენა მცველი, ლიამ მური დაიმატოს, რომელიც არენდის წესით "ბრისტოლ სიტიში" თამაშობდა და ახლა კვლავ "ლესტერში" დაბრუნდა.

მოსალოდნელია, რომ "დინამო" ფეხბურთელს არენდის წესით აიყვანს და შემდეგში დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასზე მეტის გადახდა მოუწევს.

როგორც მოგეხსენებათ, ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკში" გადავიდა, ხოლო, უჩა ლობჟანიძეს შეთავაზებები ესპანეთიდან აქვს და ნაკლებად სავარაუდოა თბილისურ გუნდში დარჩეს.

სრული სახელი: ლიამ მური
დაბადების ადგილი: ინგლისი
ასაკი: 23
სიმაღლე: 1.85 სმ

მურს თამაში შეუძლია, როგორც ცენტრში, ასევე, მარჯვენა ფლანგზე. "ლესტერში" ფეხბურთელი 2011 წლიდან გამოდის, თუმცა 3-ჯერ არენდის წესით "ბრენდფორდში" ითამაშა და ბოლოს "ბრისტოლში" იყო. 2012-2015 წლების განმავლობაში ინგლისის 21-წლამდელთა წევრი იყო და 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით