დიდთოვლობის გამო ბრინჯაოს ფინალი გორში ვეღარ ჩატარდება » საფეხბურთო სამყარო!!! Goll.Ge საფეხბურთო სამყარო
სარეკლამო ადგილი

დიდთოვლობის გამო ბრინჯაოს ფინალი გორში ვეღარ ჩატარდება

10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს ფინალი გაიმართება. შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო დღეების დიდთოვლობამ გეგმები შეცვალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საშეჯიბრო განყოფილების წევრებთან ერთად, 8 დეკემბერს პირადად მოინახულა გორის სტადიონი და მოსალოდნელი დღეების ამინდის პროგნოზისა და მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ გორი ბრინჯაოს მცირე ფინალს ვეღარ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, ანალოგიური მდგომარეობაა სარეზერვოდ შერჩეულ ზესტაფონის მოედანზეც, რომლის საფარიც 15-20 სმ თოვლითაა დაფარული. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელობასთან გამართული განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ვერც ზესტაფონი შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონსულტაციები გაიარა მცირე ფინალის მონაწილე ორივე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საერთო შეთანხმებით, გადაწყდა, რომ 10 დეკემბრის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

GFF.GEскачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით