z

სამტრედია წითელი ჯგუფის ჩემპიონია!

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის წითელი ჯგუფის მე-11 ტურის შეხვედრაში ფოთის "კოლხეთმა" "ჩელე არენაზე" "სამტრედიას" უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა.

შეხვედრა გია ცეცაძის შეგირდების აქტიურობით დაიწყო და იმერლებმა საქმე პირველივე ტაიმში მოაგვარეს. 25-ე წუთზე გუნდის ბომბარდირმა, ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გახსნა და 15 წუთში დუბლიც გაიფორმა, რითიც ბომბარდირთა დავაში 9 გოლით დაწინაურდა. ზუსტად 3 წუთში, დავით რაჟამაშვილმა გაბრიელ თებიძის კარი კიდევ ერთხელ აიღო და "სამტრედია" შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გაიყვანა.

მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა 52-ე წუთზე შეძლეს. გურამ ლუკავამ პენალტის მეშვეობით ომარ მიგინეიშვილის კარის ბადე შეარხია. ზღვისპირელებს მეორეჯერ გატანის შანსი 60-ე წუთზე მიეცათ, თუმცა ლაშა ჯღამაიამ შანსი ვერ გამოიყენა.

აღნიშნული გამარჯვებით "სამტრედიამ" 24 ქულა დააგროვა და 2 ტურით ადრე "წითელი ჯგუფის" ჩემპიონი გახდა, ხოლო "კოლხეთი" 18 ქულით მეორე პოზიციაზეა.


წყარო: goal.geскачать dle 10.5фильмы бесплатно

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით