გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

.

რამდენი საათი უნდა გაატაროთ ერთად, რომ საუკეთესო მეგობრები გახდეთ?

დღეს ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარული გახდა ტერმინი BBF (Best Friend Forever) და ეს სტატუსი ხანდახან დროებითი, ხან კი სამუდამოა. უამრავ ადამიანს ჰყავს ბავშვობის მეგორები, რომლებთანაც ერთ მერხზე ისხდნენ. პატარა ასაკში საუკეთესო მეგობრის შეძენა მარტივია, მოზრდილებთან კი საქმე უფრო რთულადაა, რადგან ამ დროს ადამიანი პიროვნულად ყალიბდება და სამეგობროდ ისეთ პარტნიორს არჩევს, რომელიც მისი შინაგანი სამყაროს ნაწილი გახდება, მსგავსება იქნება მათ ხასიათსა და გემოვნებაში.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა დრო ჭირდება ადამიანს მეორე ადამიანის შესაცნობად, რათა მიხვდეს, რომ ის ნამდვილ მეგობრობას გაუწევს.
ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა პროფესორ ჯეფრი ჰოლის კვლევა, რომელშიც ზრდასრული ქალებისა და მამაკაცების ფსიქოტიპები იყვნენ გამოკვლეულნი და მათი დამოკიდებულება მეგობრებისადმი - ის, თუ რა კრიტერიუმით ჰყავდათ შერჩეული BBF, რა ეტაპები გაიარეს დამეგობრებამდე და ამის მიხედვით მოცემულია გარკვეული დასკვნა, საუკეთესო მეგობრის შესაძენად დაახლოებით რა დრო შეიძლება დაჰყო მასთან. კვლევის შედეგი კი ასეთია: იმისათვის, რომ პიროვნება შენი კარგი ნაცნობი გახდეს, მასთან დაახლოებით ჯამში 40-60 საათი უნდა დაჰყო, ხოლო სტატუსი „მეგობარი“ მიენიჭება ერთად გატარებული 80 საათის შემდეგ. „საუკეთესო მეგობარი“ უფრო მეტ დროს იმსახურებს, რადგან ამ ტიტულის ტარება ძნელად მოსაპოვებელია და ეს 200 საათს და მეტს მოიცავს.
აქვე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ, მაგალითად სამსახურში, ამ სეგმენტში არ შედიან, თუ რომელიმე მათგანთან განსაკუთრებული სიახლოვე არ გაგაჩნიათ. ეს საათები მაშინ იწყებენ ათვლას, თუ ადამიანებთან გატარებული დრო თქვენი სურვილის მიხედვით ხდება და არა ვალდებულების გამო.скачать dle 12.1

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით