გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

.

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლის ცხოვრებაც სავსეა ამოუხსნელი მოვლენებით

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი სულით ხორცამდე მატერიალისტია და არ სჯერა მაგიის, მაგრამ ის სამივეს მაინც კვალში მიჰყვება.
 
#3 თხის რქა
თხის რქა არ ცდილობს საგნებში ფარული აზრის ძიებას. ის პასუხებს მუდამ ზედაპირზე ეძებს. მყარად დგას მიწაზე და არ სჯერა ექსტრასენსებისა და ჯადოქრების.
...არადა მისტიკა მის ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია. დაიწყებს რომელიმე ადამიანზე ფიქრს და ის უკვე რეკავს ანდა გზაზე შეხვდება. მის ქორწინებასაც კი მაგიური სარჩული უდევს, რასაც თხის რქა მაინც ჯიუტად ბოლომდე უარყოფს.


#2 მორიელი
მორიელი ადამიანებს გადაშლილი წიგნივით კითხულობს. მას შეუძლია, მოვლენების წინასწარმეტყველება და უბედურების შეგრძნება. მას ხშირად ეუფლება განგაშის გრძნობა და მის მოშორებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად იმოქმედოს და თავიდან აიცილოს. 
მორიელი ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს, რომლებსაც ის სხვა მიმართულებით მიჰყავს. მორიელისთვის ყოველ დღეს რაღაც უჩვეულო თავგადასავლები მოაქვს. ცხოვრებაში არაფერი ხდება უბრალოდ. მთავარია, საფრთხის მომასწავებელი ნიშნები დროზე შეამჩნიოთ და გაშიფროთ.


#1 თევზები
თევზები მკაფიო მაგალითია იმისა, როგორ იქცევა ზღაპარი რეალობად. თევზების ოცნებები ხშირად სრულდება, მაშინაც კი, როცა ვითარება მათ წინააღმდეგაა. თუკი თევზებს რაიმე სურს, ის ამ აზრს დღე და ღამე გონებაში ატრიალებს, ყველაფერს ზედმიწევნით განიხილავს და ერთ მშვენიერ დღესაც სასურველს იღებს. ზოგჯერ იმ ფორმატით არა, როგორც სურდა, თუმცა მომხდარის მისტიკურობაში ეჭვის შეტანა საკმაოდ ძნელია. უბრალოდ, თევზებმა სურვილის სწორად ფორმულირება უნდა ისწავლონ და ისურვონ ის, რაც მათ მართლაც ესაჭიროებათ.скачать dle 12.1

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით