გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

.

მშვიდობის ხიდის ტერიტორიაზე ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

თბილისში, მშვიდობის ხიდთან არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 13-14 წლის მოზარდი სავარაუდოდ, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მძღოლს, ის ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება, სადაც პოლიციის და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმოს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. скачать dle 12.1

loading...

სარეკლამო ადგილი

სატურნირო ცხრილები

გვიპოვე აქ

ყველა უფლება დაცულია 2017წ.
მისი დარღვევა ისჯება კანონით