რეკლამა
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

ოფიციალურად: რომანიოლი გუნდს ორი კვირა ვერ დაეხმარება
როგორც იცით, «სასუოლოსთან» მატჩის დასაწყისში, «მილანის» ცენტრალურმა მცველმა ალესიო რომანიოლიმ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე მატეო მუსაკიო შემოვიდა.
«მილანი - სასუოლოს» მატჩის დროს ალესიო რომანიოლიმ მიიღო მარცხენა ბარძაყის ბიცეპსის ტრავმა. დაახლოებით ორ კვირაში მას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. - ნათქვამია «როსონერის» ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რომანიოლის ტრავმას ემატება გუნდის კაპიტნის ლეონარდო ბონუჩის დისკვალიფიკაციაც, რომელიც 15 აპრილს ნაპოლისთან გასამართ შეხვედრაში ასევე ვერ დაეხმარება გუნდს.скачать dle 12.1
დაემატა: 10-04-2018, 23:12
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები
დააფიქსირეთ თქვენი აზრი